მორგან ფრიმანს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ათასამდე მოქალაქის სია გამოაქვეყნა, რომელთაც სამუდამოდ აეკრძალათ რუსეთში შესვლა. 

ამგვარი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ ამერიკულ სანქციებზე საპასუხოდ მიიღო. 

ამ სიაში აშშ-ს პრეზიდენტთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან, მსხვილ ბიზნესმენებთან და ჩინოვნიკებთან ერთად მსახიობი მორგან ფრიმანიც მოხვდა. 

"რუსეთის კონტრ-სანქციები ატარებს იძულებით ხასიათს და მიზნად ისახავს, აიძულოს აშშ-ს მმართველი რეჟიმი, რომელიც ცდილობს ნეოკოლიანურ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი მოახვიოს მსოფლიოს თავზე შეცვალოს მიდგომა",- ნათქვამი ოფიციალურ შეტყობინებაში. 

 

მსგავსი სიახლეები