მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა

მოსკოვში, წითელ მოედანზე და რუსეთის სხვა ქალაქებში გამარჯვების აღლუმის საავიაციო პროგრამა გაუქმდა, ოფიციალურ მიზეზად ამინდი დასახელდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო Интерфакс წერს.

"აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა", - განაცხადა პროპაგანდისტული ტელევიზია Россия 24-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში.

სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, არმიის გენერალმა ოლეგ სალუკოვმა დაადასტურა, რომ აღლუმის საავიაციო ნაწილი "ამინდის გამო გაუქმდა."

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობა 11 000-მა სამხედრომ მიიღო.

სამხედრო აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა პეტერბურგშიც.

გამარჯვების აღლუმში საავიაციო ტექნიკა ასევე არ მონაწილეობდა ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკსა და სამარაში.

დონის როსტოვში, რუსეთის სამხრეთში ერთადერთი საავიაციო აღლუმი უნდა ჩატარებულიყო, რომელშიც საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების 40-ზე მეტ ეკიპაჟს უნდა მიეღო მონაწილეობა.

სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში Интерфакс-ს განუცხადეს, რომ აღლუმის საჰაერო ნაწილი საბოლოოდ არ შედგა, პრესსამსახურის წარმომადგენელს მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი სიახლეები