მოსკოვში მოკლულია რადიოაქტიური ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაური

მოსკოვში საკუთარ სახლთან ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლულია რუსეთის რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კირილოვი. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოკლულთა შორის კირილოვი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია. 

კირილოვთან ერთად მოკლულია მისი ადიუტანტიც. კირილოვმა ცნობადა ბოლო წლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგების მეშვეობით მოიპოვა, რომელზეც გენერალი უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიებსა და "საბრძოლო კოღოების" გამოყვანის პროგრამაზე საუბრობდა. 

რუსი Z-ბლოგერების ცნობით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც გენერალი სადარბაზოდან გამოდიოდა, ხოლო იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იქვე მდგომ ელექტრო-სკუტერზე იყო დამაგრებული. 

ამავე წყაროების ცნობით, აფეთქების სიძლიერე 200 გრამი ტროტილის აფეთქების ძალას უტოლდებოდა. 

ცნობილია, რომ 17 დეკემბერს კირილოვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მორიგი ბრიფინგი ჰქონდა დაგეგმილი. 

კონტექსტი

საყურადღებოა, რომ გუშინ, 16 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (CБУ-მ) კირილოვს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი. კირილოვს ბრალი ედებოდა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ ფრონტებზე უკრაინული არმიის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ორგანიზებაში. 

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინამ რუსეთის მიერ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების 4800-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა. 

 

მსგავსი სიახლეები