მოსკოვთან აფეთქებული ქარხანა უახლესი ბომბდამშენის შექმნაში მონაწილეობდა

მოსკოვის მახლობლად მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა, რომელზეც დილის საათებში მასშტაბური აფეთქება მოხდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უახლესი სტრატეგიული თვითმფრინავის შექმნაში მონაწილეობდა. 

ამის შესახებ საწარმოს საიტზე განთავსებული შეკვეთების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. 2019 წელს გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, ქარხანას უნდა დაემზადებინა გამოსაცდელი კონსტრუქცია Посланник-1ОЭП/Л-ის პროექტისთვის. 

სწორედ ამ სახელს ატარებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი თაობის სტრატეგიული რაკეტმზიდის პროექტი. საწარმოსთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 69 მილიონი რუბლია, ხოლო დასრულების ვადა 2027 წელი. 

დამკვეთი ქალაქ სამარაში მდებარე საწარმო Экран-ია, რომელიც სამხედრო ავიაციის დანადგარებს აწარმოებს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შეკვეთის მთავარი შემსრულებელი კი კომპანია Туполев - სწორედ ამ კომპანიის მიერ არის შექმნილი რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მოქმედი პარკის უდიდესი ნაწილი. 

რაც შეეხება უშუალოდ Посланник-ის - ეს ახალი თაობის სტრატეგიულ ბომბდამშენი და რაკეტმზიდია, რომელზე მუშაობაც რუსეთში 2009 წლიდან დაიწყო. თვითმფრინავის წარმოებისთვის გამოიყენება მასალები, რომლებიც ამცირებენ აპარატის ხილვადობას. ჩანაფიქრის მიხედვით ახალი თვითმფრინავი ე.წ. Stealth-ის ტექნოლოგიებს უნდა შეესაბამებოდეს. 

თვითმფრინავს შეეძლება არსებული და პერსპექტივაში შესაქმნელი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები, ზებგერითი შეიარაღება, აღჭურვილი იქნება კავშირისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის უახლესი მოწყობილობებით. 

TACC-ის ცნობით, თვითმფრინავს შეეძლება ნატოს თავდაცვის სისტემების დაძლევა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსეი კრივარუჩკო 2019 წელს ამბობდა, რომ ახალ თვითმფრინავს საჰაერო-კოსმოსური ძალები 2027 წლამდე მიიღებენ. 

ჩანაფიქრის მიხედვით, სწორედ ამ თვითმფრინავით უნდა ჩანაცვლდეს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მთელი პარკი. 

უფრო მეტი მომხდარის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

 

 

მსგავსი სიახლეები