ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს - CNN
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა პალატამ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სამ წყაროზე დაყრდნობით CNN წერს.
ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ.
მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ალვინ ბრაგმა, ნიუ-იურკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. ტრამპმა მასთან ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს ბრალი გამოძალვაში დასდო.
წინა კვირაში, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამშაბათს ის შეიძლება დააპატიმრონ და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდა.
მასალა განახლებადია