ნაფტალი ბენეტმა ერთ-ერთ კომპანიაში ინვესტირებით 5 მილიონი მოიგო
ისრაელის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა 5 მილიონი დოლარის მოგება ნახა ამერიკული ფინანსურ-ტექნიკური კომპანია Payoneer-ში ინვესტირების შედეგად, წერს Forbes Israel.
ბენეტი ტექნოლოგიური კომპანიის ყოფილი დირექტორია და პოლიტიკაში შემოსვლამდე მან ამ სფეროს კომპანიებში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტირება განახორციელა.
Payoneer სხვადასხვა ქვეყნებში თანხის გადასარიცხად და გადახდების გასამარტივებლად შექმნილი კომპანიაა. Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ჯამური ღირებულება 3.3 მილიარდი დოლარია.