NBC News: მრჩევლებს პუტინისთვის სიმართლის თქმის ეშინიათ
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლები პუტინს უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვდიან, აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი NBC News-თან ინტერვიუში.
„პუტინმა ისიც კი არ იცოდა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ახალწვეულებს იყენებდა და მათი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა“, - განაცხადა ამერიკელმა თანამდებობის პირმა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.
წყაროს თანახმად, პუტინს რუსეთის შეიარაღებული ძალების მარცხის და რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებული სანქციების შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს, რადგან პუტინის შიდა წრეს მისთვის „სიმართლის თქმის ეშინია“.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს ურთიერთობა მხოლოდ მრჩევლების შეზღუდულ წრესთან აქვს და ინფორმაციას მათი გავლით იღებს.