ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია - Axios
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარდა, ისრაელს სხვა გზა არ აქვს.
ამის შესახებ Axios წერს.
"ჩვენ უნდა შევიდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა მოლაპარაკება," - ციტირებულია ნეთანიაჰუ. "ჩვენ უნდა აღვადგინოთ შეკავება."
ნეთანიაჰუმ და მთავრობის სხვა წევრებმა პირობა დადეს, რომ ღაზაში ჰამასს ძლიერ დარტყმას მიაყენებდნენ, მაგრამ არ უთქვამთ, რომ სახმელეთო შეჭრა იგეგმება.
გამოცემის ცნობით, რომელიც აშშ-სა და ისრაელში სამ წყაროს ეყრდნობა, ბაიდენს არ უცდია ნეთანიაჰუს აზრი შეეცვალა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი შეშფოთებულია ჰეზბოლას მიერ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხით.