ნიდერლანდები წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ გაზსა და ნავთობზე
ნიდერლანდები წლის ბოლომდე სრულად უარს იტყვის რუსული გაზის, ნავთობის და ნახშირის შესყიდვაზე. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა.
ქვეყნის მთლიანი ენერგომოხმარების 44% ბუნებრივ აირზე მოდის, აქედან რუსული გაზის წილი 15%-ს შეადგენს. რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ნიდერლანდები მოხმარების შემცირების და სხვა ქვეყნებისგან გაზრდილი შესყიდვების ხარჯზე ცხოვრობს.
ამ მიზნების მისაღწევად მთავრობა 623 მილიონი ევროს დახარჯავს, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს შეავსონ სტრატეგიული მნიშვნელობის გაზზსაცავი ბერგერმეერში.
უკრაინის ირგვლივ დაწყებული ესკალაციის ფონზე ნიდერლანდებმა რუსეთის მიმართ თავიდანვე მკაცრი პოზიცია დაიჭირა. ნიდერლანდები უკრაინას შეიარაღებითაც ეხმარება, მათ შორის მშიმე შეიარაღებითაც. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებასაც გეგმავს.