ნიდერლანდები უკრაინას €200 მილიონის ფინანსურ დახმარებას და მძიმე შეიარაღებას გადასცემს
ნიდერლანდებმა უკრაინას 200 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გამოუყო, თანხები საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას მოხმარდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს კიევში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მინდა აღვნიშნო ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებითი მძიმე იარაღით მიწოდების შესახებ, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამის გამო. ასევე შემიძლია მოგახსენოთ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს დამატებით გამოყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ჰოლანდიის მთავრობა დაეხმარება უკრაინელ მასწავლებლებს, ექიმებს, პენსიონერებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, უკრაინამ ივნისის ბოლოს მსოფლიო ბანკიდან მიღებული 446.8 მილიონი ევროს სესხი სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად დახარჯა.