ნიდერლანდებში 3 კვირით შეზღუდვები დაწესდა
ნიდერლანდების მთავრობამ კრონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ქვეყანაში 3 კვირით შეზღუდვები დაწესდა.
პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ ახალი შეზღუდვები ძალაში შაბათს შევა და ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.
ნიდერლანდებში ბარები და რესტორნები 20:00 საათზე დაიხურება, სავაჭრო ცენტრები - 18:00-ზე და სპორტულ ღონისძიებებს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების 16,000 დღიურ ახალ შემთხვევას მოჰყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% სრულად არის აცრილი.