ნობელის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა გერმანიის ღირსების ორდენი მიიღო

ბელარუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისგან ღირსების ორდენი მიიღო. ჯილდო მას გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გადასცა.

ღირსების ორდენი გერმანიაში 1950-იანი წლებიდან არსებობს და ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ ითვლება.

2014 წელს სვეტლანა ალექსიევიჩი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 

ალექსიევიჩიმა განაცხადა, რომ “კომუნიზმი ჯერ კიდევ არ მომკვდარა და მზად არის ბოლო ბრძოლისთვის.” ეს სისტემა “არ ცოცხლობს მხოლოდ ლუკაშენკოს და პუტინის თავებში და იდეალიზმის მიუხედავად, ეს უნდა გავითვალისწინოთ.”  

მწერალმა ახლანდელ ეპოქას “უდროობა” უწოდა. 

მან იმ ბელარუსებზეც ისაუბრა, ვინც ლუკაშენკოს მთავრობას დღემდე უჭერს მხარს. “ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ როგორია მსოფლიო, ჩვენი ისტორია. ჩვენ მათ უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ გავხდით ერთი,” - აღნიშნა მწერალმა.

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ალექსიევიჩი ახალ წიგნს წერს. მწერალი გერმანიაში 2020 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს.

 

მსგავსი სიახლეები