ნორმანდიულ ფორმატში რუსეთისა და უკრაინის მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
გერმანიის დედაქალაქში გამართული ნორმანდიული ფორმატის მრჩეველთა შეხვედრა ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა, მხარეები პრეზიდენტების შეხვედრაზე ვერ შეთანხმდენენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატში ეს მიმდინარე თვეში უკვე მეორე შეხვედრა იყო და მხარეები 9 საათის განმავლობაში საუბრობდნენ, შეთანხმება საკვანძო საკითხებზე მაინც ვერ შედგა.
ვერ მოხერხდა შეთანხმება საერთო დოკუმენტის მიღებაზეც. 9-საათიანი შეხვედრის ერთადერთი პოზიტიური შედეგი ის არის, რომ მხარეები სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მომდევნო დღეებში გაიმართება, ჯერჯერობით უცნობია თუ სად ჩატარდება ჯგუფის სხდომა.
შეხვედრიდან გამოსულმა ანდრეი ერმაკმა, რომელიც ნორმანდიულ ფორმატში უკრაინის წარმომადგენელია განაცხადა, რომ საჭიროა უკვე დღეს გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კომენტარი გააკეთა რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი კოზაკმაც, მისი თქმით რუსული მხარე ჯერჯერობით არ განიხილავს ნორმანდიული სამიტის ჩატარებას.
ამასთანავე კოზაკმა უკრაინას ომისთვის მზადებაში დასდო ბრალი და "იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას ეყოფა კეთილგონიერება არ დაიწყოს ომი თავის მოსახლეობასთან".