ნორვეგია უკრაინისთვის 22 F-16-ის გადასაცემად ემზადება
ნორვეგია უკრაინისთვის 22 F-16-ის გადასაცემად ემზადება, რომელთაგან 12 უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია.
ამის შესახებ ნორვეგიულმა პორტალმა Nettavisen-მა საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
Nettavisen-ის ცნობით, ნორვეგიამ შეერთებული შტატებისგან მიიღო ნებართვა უკრაინისთვის 22 მოიერიშე თვითმფრინავის, F-16-ის, ასევე ძრავების, დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და სხვა დაკავშირებული აღჭურვილობის გადასაცემად.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თვითმფრინავი სრულად ფუნქციონირებს - ზოგიერთი შეიძლება სათადარიგო ნაწილებისა და სხვა თვითმფრინავების შეკეთებისთვის გამოიყენონ.
Nettavisen-ის მასალაში ნათქვამია, რომ 12 ნორვეგიული F-16, რომელთა გაყიდვასაც ნორვეგია ამერიკულ კომპანია Draken International-ზე გეგმავდა, შესაძლოა რეალურად იყოს ფრენისთვის მზად.
"როგორც ჩანს, Draken International-ისთვის მიყიდვის ხელშეკრულება იღვევა და თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში სწავლებებისთვის უნდა გამოეყენებინათ, უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად შეიძლება გამოიყენონ," - წერს გაზეთი.
გამოცემა არ წერს ვადებს, თუ როდის მიიღებს უკრაინა ნორვეგიულ F-16-ებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არ მოხდება მიმდინარე წლის ივლისის ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე.
ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში ნორვეგიამ დაადასტურა, რომ შეუერთდა F-16-ების კოალიციას, მაგრამ საჯაროდ არ დაასახელა თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებსაც ის უკრაინას გადასცემდა.