NYT: ჩინეთმა რუსეთს უკრაინაში ომის ოლიმპიადის დასრულებამდე გადადება სთხოვა

 

დასავლური სადაზვერვო წყაროების მიხედვით, თებერვლის დასაწყისში ჩინელმა მაღალჩინოსნებმა რუს კოლეგებს პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე უკრაინაში ომის დაწყების გადადება სთხოვეს.

ინფორმაციას გამოცემა New York Times-ავრცელებს.

სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, ჩინურ მხარეს რუსეთი სამხედრო გეგმების ნაწილის შესახებ ინფორმაცია ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდათ.

სავარაუდოდ, ინფორმაციის გაცვლა რუსეთის და ჩინეთის ლიდერების დონეზე არ მომხდარა და ამაში საშუალო რგოლის თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული.

რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტები ოლიმპიადის გახსნამდე, 4 თებერვალს პეკინში შეხვდნენ.

აშშ-ში ჩინეთის საელჩომ ცნობას, რომ პეკინმა რუსული სამხედრო ოპერაციის შესახებ წინასწარ იცოდა, „უსაფუძვლო სპეკულაცია უწოდა, რომელიც ჩინეთისთვის რეპუტაციის შელახვას ემსახურება“.

ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადა 20 თებერვალს დასრულდა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია კი 24 თებერვალს დაიწყო.

2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჩინეთში ზაფხულის ოლიმპიადის მსვლელობის დროს დაიწყო, რასაც პეკინში მოსკოვის მიმართ გაღიზიანება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები