NYT: მტკივნეული დანაკარგების შემდეგ ЗСУ-მ იერიშის ტაქტიკა შეცვალა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეცვალეს კონტრიერიშის ტაქტიკა, რამაც საწყის ეტაპთან შედარებით საგრძნობლად შეამცირა მათი დანაკარგები. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს

გაზეთის ცნობით, კონტრიერიშის პირველ დღეებში მძიმე შეიარაღებაში უკრაინის დანაკარგები დაახლოებით 20%-ს შეადგენდა, მათ შორისაა დასავლეთის მიერ გადაცემული ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. 

New York Times ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს მგრძნობიარე დანაკარგების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ იერიშის ტემპები შეანალა. გაზეთის წყაროს ცნობით, ЗСУ-მ გადაიაზრა ბრძოლის ველზე შექმნილი სურათი და შეცვალა სტრატეგია. 

ცვლილებების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 10%-მდე შემცირდა, თუმცა იკლო საბრძოლო მოქმედებების ტემპმაც. დანაკარგების შემცირებამ პუბლიკაციის ავტორების თქმით, უკრაინას შეუნარჩუნა მძიმე შეიარაღება მოსალოდნელი დიდი შეტევისთვის. 

ავტორები აღწერენ კონტრიერიშის პირველ დღეებს, როდესაც ზაპორიჟიის მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფების ჯავშანკოლონები დანაღმულ ველებზე გაიჭედნენ და ოკუპანტების არტილერიისა და დრონების მასირებული ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. 

ჯავშანტექნიკაში დანაკარგების მიუხედავად უკრაინელი სამხედრო ყურადღებას ამახვილებენ ტექნიკის დაცულობაზე - მათი თქმით, ნაღმზე აფეთქების შემდეგაც კი Bradley-ში მყოფი ჯარისკაცების გადარჩენის შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე საბჭოთა მანქანების შემთხვევაში იქნებოდა. 

გამოცემის ცნობით, ამ დრომდე უკრაინამ ჯამურად Bradley-ის ტიპის 28 მანქანა დაკარგა, რაც ჯამური რაოდენობის მესამედია. ამ დანაკარგების უდიდესი ნაწილი 8-9 ივნისს ზაპორიჟიის მიმართულებით განვითარებულ შეტევაზე მოდის. 

გამოცემის ცნობით, მტკივნეული დანაკარგების შემდეგ უკრაინამ შეცვალა სტრატეგია და უკვე მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე კონცენტრირდება. ამ მიზნის მიღწევას ЗСУ ძირითადად საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებით ცდილობს, აქცენტი ძირითადად მცირე დანაყოფებით შეტევაზე კეთდება. მიდგომის ცვლილებაზე ბოლო კვირებში ბევრს წერენ უკრაინელი სამხედროებიც. 

New York Times-ის ცნობით, ЗСУ-ს სტრატეგიის ცვლილების შესახებ იციან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც - ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ЗСУ-მ ისევ დაიწყო წინსვლა, თუმცა უკვე უფრო ეფექტურად უმკლავდებიან რუსების თავდაცვით ზღუდეებს. 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა დანაყოფების წინსვლა ამ დროისთვის დაახლოებით 8 კილომეტრია, ხოლო აზოვის ზღვის სანაპირომდე კი დაახლოებით 80 კილომეტრი რჩება. 

აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლით უკრაინული არმია შეძლებს ორად გაყოს რუსეთის საოკუპაციო ძალები დნეპრის მარცხენა ნაპირზე. სწორედ ეს წარმოადგენს კონტრშეტევის სტრატეგიულ ამოცანას. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით სწორედ პირველი 25 კილომეტრის დაძლევა იქნება ყველაზე რთული უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის - სწორედ ამ მონაკვეთზეა კონცენტრირებული მოწინააღმდეგის საფორტიფაციო ნაგებობებისა, დანაღმული ველების და საყრდენი პუნქტების უდიდესი ნაწილი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები