ო'ბრაიენი: განვიხილავთ სანქციებსაც - უკან დაბრუნების გზა ჯერ კიდევ არსებობს
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოზე ისაუბრა.
“განვიხილავთ საქნციების ვარიანტსაც - უკრან დაბრუნების გზა ჯერ კიდევ არსებობს” - განაცხადა ო’ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ვალდებულება კონსტიტუციაში ჩაწერა, თუმცა ახლა მიმართულებით უხვევს.
"ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს, რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია - მათ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამისთვის რამადენიმე ფაქტორი დაასახელა - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, “უცხოური აგენტების” კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
“ორი რამ: პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ “უცხოური აგენტების” კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა” - განაცხადა ო’ბრაიენმა.
მან ასევე ხაზუ გაუსვა ევროკავშირის განცხადაბას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა შეჩერებულია.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხრიდან არასწორი ნაბიჯები ერთი წლის წინაც ნახეს, თუმცა, მაშინ შესაძლებელი აღმოჩნდა საერთო ენის გამონახვა და მათ [ქართულმა ოცნებამ] მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ამ მხრივ.
“რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაბთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ", - განაცხადა მან.