ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია: კუნძული ზმეინი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება
შავი ზღვის კუნძული ზმეინი, რომელიც დროებით რუსმა დამპყრობლებმა დაიკავეს, არის სტრატეგიული ობიექტი, უახლოეს მომავალში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ გაათავისუფლონ ის, ისევე როგორც ხარკოვის რეგიონი. ამის შესახებ 16 მაისს 24 канал-ის ეთერში ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
"კუნძული ზმეინი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ახლა დიდ კომენტარს არ გავაკეთებ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო რამეს ვიხილავთ. კუნძული დღეს სტრატეგიულია. მტერსაც ესმის ეს... მაგრამ ეს არის უკრაინული მიწა და რატომ არ გავიმეოროთ ის, რაც მოხდა ხარკოვის რეგიონში?" - განაცხადა ბრაჩუკმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 მაისს განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები ცდილობენ გააძლიერონ პოზიციები უკრაინის კუნძულ ზმეინზე და აძლიერებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს.