ოლაფ შოლცი: მზად ვართ, უკრაინას დავეხმაროთ, სადამდეც საჭირო იქნება

"ვაიმარის სამკუთხედის" მორიგი შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის მომავალი დახმარების შესახებ ისაუბრა.
"ვაიმარის სამკუთხედი" გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების თავშეყრის ფორმატია. ამჯერად ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და ანდჟეი დუდა ერთმანეთს ელიზეს სასახლეში შეხვდნენ.
ოლაფ შოლცის თქმით, ამჟამად მოკავშირეების მთავარი ამოცანა რუსეთისგან თავის დაცვაში უკრაინის დახმარებაა.
"ამას გავარგძელებთ, სანამ საჭირო იქნება. ამისათვის მზად ვართ".
პოლონეთის ანდჟეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ივლისის შუაში ვილნიუსში გასამართ ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის "გვირაბის ბოლოს სინათლე" გამოჩნდება.
გერმანიის კანცლერმა და ოლაფ შოლცმა უკრაინის ნატო-ს წევრობის პერსპექტივაზე საუბრისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს.
ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დეტალური მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო.
გერმანიის კანცლერის თანახმად, გერმანია, საფრანგეთი და აშშ ამგვარი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.
როგორც შოლცმა განაცხადა, მოკავშირეები "ინტენსიურ რეჟიმში" გეგმავენ ამ ყველაფრის განხილვას:
"ნათელია, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები ძალიან კონკრეტული ფორმით".