ოლივიე ფორი საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი მეორედ გახდა

ურთიერთბრალდებების, განსხვავებული მოსაზრებებისა და მძიმე საარჩევნო ღამის შემდეგ, საფრანგეთის სოციალისტური პარტიის სამდივნომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული ოლივიე ფორი გახდა. 

მან პირველად, პარტიის ლიდერის პოსტი 2018 წელს დაიკავა, ხოლო ახლა მეორე ვადით აირჩიეს. 

სოციალისტური პარტიის არჩევნების ბედი, მხოლოდ 393 ხმამ გადაწყვიტა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოქმედ ხელმძღვანელს 50,83% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგებემ, ნიკოლა მაიერ-როსინიოლმა - 49,17% მიიღო. 

ორივე მეტოქემ ხმების თითქმის იდენტური რაოდენობა მიიღო, რაც კარგად გვანახებს პარტიაში არსებულ ფრაგმენტაციასა და დაძაბულ ატმოფსეროს. 

საპარლამენტო არჩევნების წინ, ყველაზე პოპულარულ მემარცხენე ლიდერთან, ჟან-ლუკ მელანშონთან გაკეთებულმა საარჩევნო ალიანსმა, არაერთ სოციალისტური პარტიის წევრს მაჟორიტარ კანდიდატად ნომინირების შესაძლებლობა დააკარგვინა, რასაც პარტიის წევრების ნაწილის გაბრაზება მოჰყვა.

ასევე, ილივიე ფორის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ შეთანხმების შემდეგ, იგი ჟან-ლუკ მელანშონის "ქვეშევრდომათ" გადაიქცა და ვერ შეძლო, მისგან საკმარისი დისტანციის დაჭერა. 

ამ არჩევნებმა ბევრს 2008 წლის რეიმსის კონგრესი გაახსენა, სადაც სოციალისტური პარტიის ლიდერობისთვის მებრძოლი ორი კანდიდატი - სეგოლენ რუაიალი და მარტინ ობრი, ერთმანეთს ძალიან მწვავედ უპირსპირდებოდნენ. 

ამ არჩევნების მსგავსად, მაშინაც, ორივე მხარე, შედეგების გამოქვეყნებამდე საკუთარ თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა, ხოლო საბოლოო გამარჯვება მარტინ ობრის ერგო, მან 102 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე მისმა მეტოქემ. 

Le Monde-ის შეფასებით, რეიმსის კონგრესიდან 13 წლის შემდეგაც, სოციალისტურ პარტიაში შიდა დემოკრატიის პრობლემა დგას. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები