ორბანი: უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის სანქციებს რუსულ ბირთვულ ენერგიაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას, რომელიც რუსულ ბირთვულ ენერგიას შეეხება.

"არ დავუშვებთ ისეთი გეგმის აღსრულებას, რომელიც სანქცეიბში ატომურ ენერგიას შეიცავს. გამორიცხულია," - თქვა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში.

უნგრეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული ენერგიის შემცველ სანქციებს "აუცილებლად ვეტო უნდა დაედოს."

უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიას, როსატომს, სანქციები დაუწესდეს.

უნგრეთი კი ბირთვულ ენერგიას დღემდე რუსეთის დახმარებით იღებს.

პაკშის ატომური ელექტროსადგური უნგრეთში 80-იან წლებში ამუშავდა.

უნგრეთის ელექტროენერგიის ნახევარი დღეს სწორედ იქ გამომუშავდება, ბირთვულ საწვავს კი უნგრელები დღემდე რუსებისგან იღებენ.

მეტიც, 2014 წელს უნგრეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პაკშის ატომურ სადგურზე რუსეთში დამზადებული ორი რეაქტორის დამატებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები