OSCE/ODIHR-ის მისია: პოლიტიკური აქტორები უარს ამბობდნენ დებატებში მონაწილეობაზე
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში მედია გარემოზე ისაუბრა და თქვა, რომ კერძო გამოცემების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით გამოყენებამ, პოლიტიკური აქტორების მხრიდან დებატებში მონაწილეობაზე უარმა და პარტიული პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობამ ამომრჩეველთა ინფორმირებული არჩევანი დააბრკოლა.
მისიის წარმომადგენელმა, პასკალ ალიზარდმა, ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების კამპანიების ზედამხედველი ორგანოს შესახებ არსებობდა ეჭვები, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებული იყო.
"მნიშვნელოვან დისბალანსს ფინანსური რესურსების მხრივ, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობას ისედაც არათანაბარ ასპარეზზე გავლენა ჰქონდა, პოლარიზებული მედია გარემოსა და პოლიტიკური პროპაგანდისთვის კერძო მედიების ინსტრუმენტალიზებას ასევე უარყოფითი გავლენა ჰქონდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, რამაც დააბრკოლა ამომრჩევლების შესაძლებლობას, ინფორმირებული არჩევანი გაკეთებინათ.
კამპანიების დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ეჭვებმა ზედამხედველი ორგანოს მიკერძოებულობისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების შესახებ.
მთლიანი ამ მისიის განმავლობაში, დავინახეთ, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ, არჩევანი გაეკეთებინათ პოლიტიკური ხმების ფართო სპექტრს შორის. მედია სივრცე ღრმა პოლარიზებას ირეკლავს. გამოცემების ინსტრუმენტალიზებამ პოლიტიკური პროპაგანდის მიზნისთვის, პარტიული პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობასთან და დებატებში მოწინავე პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უართან ერთად, გააღრმავა პოლარიზებული პოლიტიკური ნარატივი და უარყოფითი გავლენა ჰქონდა ამომრჩევლის შესაძლებლობაზე, მიეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება". - თქვა პასკალ ალიზარდმა, საფრანგეთის სენატის წევრმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის წარმომადგენელმა.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა.