ოსტინი: სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს გადასცემს, სამი ქვეყანა - არტილერიას
სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს (Mi-17) გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში 15 ივნისს, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება Интерфакс-Украина.
"მინდა მადლობა გადავუხადო სლოვაკეთს, რომელმაც განაცხადა ვერტმფრენების და გადაუდებლად აუცილებელი სარაკეტო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი შემოწირულობის შესახებ", - თქვა მან.
ოსტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის არტილერიის მიწოდება რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის კანადადან, პოლონეთიდან და ნიდერლანდებიდან.
გარდა ამისა, გერმანია აპირებს უკრაინას სამი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გადასცეს.