პატრუშევი პრიგოჟინის ამბოხზე: ერთიანობის პირობებში რუსეთი დაუმარცხებელია

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთმა ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებულ ამბოხს ხალხს ერთიანობისა და ძალოვანი უწყებების ეფექტურობის წყალობით გაუძლო. 

ეს ნიკოლაი პატრუშევის პირველი კომენტარია 24 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე - ამის შესახებ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ძალოვანმა, სამხრეთის ოლქის უსაფრთხოების თათბირზე გამოსვლისას განაცხადა. 

"სამხედრო მოსამსახურეების, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების მოქმედებებმა, ასევე ხალხის ერთიანობამ და პატრიოტიზმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს",- განაცხადა პატრუშევმა. 

პატრუშევმა მომხდარს ვაგნერის მეთაურების ღალატი უწოდა, რამაც რუსეთი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დააყენა. 

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში ერთიანობა რუსეთის დაუმარცხებლობის მთავარი საწინდარი - "ასე იყო წარსულშიც და ასე იქნება მომავალშიც",- თქვა პატრუშევმა. 

 

მსგავსი სიახლეები