პენტაგონი: რუსული სამხედრო ძალები უკრაინაზე იერიშის დასაწყებად მზად არიან

 

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაზე იერიშის დასაწყებად მზად არიან, აცხადებს აშშ-ს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი.

პენტაგონის თანამდებობის პირის განცხადებით, რუსეთს უკრაინაზე მასშტაბური შეტევის დასაწყებად საჭირო ძალების „100 პროცენტი“ ჰყავს თავმოყრილი.

აშშ-ს თავდაცვის უწყების თანახმად თანახმად, მობილიზებული ძალების 80 %-ი მოწინავე პოზიციებზე იმყოფება - უკრაინის საზღვრიდან 5-50 კმ-ის რადიუსში.  

წყაროს მიხედვით, რუსეთს შავ ზღვაში აგრეთვე მობილიზებული ჰყავს 10 სადესანტო ხომალდი - უკრაინის სანაპირო ზოლზე პოტენციური ამფიბიური ოპერაციისთვის.

 

 

მსგავსი სიახლეები