პერმში საარტილერიო სისტემების საწარმოში ხანძარი იყო
რუსეთის ქალაქ პერმში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საწარმო Мотовилихинские заводы-ში ხანძარი იყო. ამის შესახებ Коммерсантъ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
საწარმოს ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი პერმის სხვადასხვა წერტილიდან ჩანდა.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტყობინება Мотовилихинские заводы-ს ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ 20:08 საათზე შევიდა. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ჩასაქრობად რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 37 მეხანძრე და 10 ერთეული სპეცტექნიკა გაგზავნა.
2022 წლის 16 დეკემბერს, Мотовилихинские заводы ევროკავშირმა დაასანქცირა იმ იარაღის წარმოებისთვის, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება და უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება.