პოდოლიაკი: ომის ბოლო ფაზაში შევდივართ

უკრაინა რუსეთთან ომის ბოლო ფაზაში შედის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 20 მაისს განაცხადა.

"ახლა შევდივართ დასკვნით ფაზაში, საკითხავია ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. შეიძლება ცოტა გაჭიანურდეს, რადგან რუსებმა მთელი თავისი ხმამაღალი განცხადებებით კონცენტრირდნენ დანარჩენი რესურსები და უნდათ ე.წ. პოზიციურ ომში გადასვლა, ანუ გარკვეული ტერიტორიების გამაგრება, როგორც 2015 წელს გააკეთეს", - განაცხადა მან.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ოკუპანტების ქმედებები პროგნოზირებადია.

"მათ იგივე გააკეთეს, რაც 2015 წელს: სანგრები გათხარეს გარკვეულ ტერიტორიებზე, იწყებენ იქ თავიანთი ჯამბაზების მიყვანას, რომლებიც ქმნიან სურათს, რომ ვიღაცას სურს მათ შეუერთდეს. მათ სურთ ომის გაჭიანურებულ ფაზაში გადასვლა. უკრაინისთვის ეს უკიდურესად არახელსაყრელია. უკრაინამ უნდა განბლოკოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის დონეცკი და ლუგანსკი, უკრაინამ უნდა გაგზავნოს ყველა ეს უცნაური ბიჭი ჯოჯოხეთში. ომის ეს ეტაპი, რომელსაც კონტრშეტევის ფაზას უწოდებენ, საკმაოდ მძიმე იქნება ჩვენთვის და სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგავთ ხალხს. მაგრამ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლების სისხლიანი ეტაპის გავლა", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები