პოდოლიაკი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკიდურესად რთულად მიმდინარეობს
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები "უკიდურესად რთულად მიმდინარეობს". ამის შესახებ 12 აპრილს უკრაინის დელეგაციის წევრმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
"სამუშაო ქვეჯგუფებში ონლაინ მოლაპარაკებები უაღრესად რთულად მიდმიანრეობს, მაგრამ გასაგებია, რომ მოლაპარაკების პროცესში დღეს ემოციური ფონი და დაძაბულობაა. უკრაინის დელეგაცია მუშაობს ექსკლუზიურად პროუკრაინულ და გამჭვირვალე ჩარჩოში. ასევე ნათელია, რომ რუსული მხარე იცავს მოლაპარაკების პროცესში საზოგადოებრივი ზეწოლის ტრადიციულ ტაქტიკას, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებებით", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ბოლო შეხვედრა 29 მარტს, სტამბულში გაიმართა. შედეგ კი დიალოგი ონლაინ-ფორმატში გაგრძელდა.