პოლონეთი რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანებისთვის 1 ივნისიდან საზღვარს ხურავს
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას 1 ივნისიდან ბელორუსის საზღვარზე რუსული და ბელორუსული მანქანების სატვირთო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
ამის შესახებ PAP წერს.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ბელორუსში და რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების შესვლას.
ეს ნაბიჯი პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 365 ბელორუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად მოამზადა, რაც ბელორუსის მთავრობის მიერ პოლონელი აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის დაკავებაზე პასუხი იყო.
კამინსკიმ სანქციების მომზადების ბრძანება თებერვალში გასცა, როცა ბელორუსის პირველი ინსტანციის სასამართლომ პოჩბუტს პატიმრობა მიუსაჯა. ამ განაჩენიდან ორი დღის შემდეგ, პოლონეთმა პოლონეთ-ბელორუსიის საავტომობილო სასაზღვრო პუნქტ ბობროვნიკში მოძრაობა შეაჩერა.
ბობროვიკის გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, შეზღუდვები ბელორუსის რეჟიმმაც დააწესა, რის გამოც პოლონელი გადამზიდავები ბელორუსის საზღვარზე ლიეტუვასთან და ლატვიასთან სასაზღვრო გადასასვლელებით ვერ ისარგებლებენ.
გასულ კვირას, რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პოლონური სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა განიხილება.