გერმანია პოლონეთში, უკრაინის საზღვარზე Patriot-ებს განათავსებს

გერმანია პოლონეთში, უკრაინის საზღვარზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.

"მე დავთანხმდი გერმანიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას ჩვენს ქვეყანაში Patriot-ის დამატებითი სისტემების გამშვები მოწყობილობების განთავსების შესახებ", - განაცხადა მან.

თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში პოლონეთში Patriot-ის კომპლექსებს განათავსებს.

"პოლონეთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორია და, როგორც უკრაინის მეზობელი, განსაკუთრებით დაუცველია. ჩემს კოლეგასთან, მარიუშ ბლაშჩაკთან შევთანხმდი, რომ პოლონეთში განვათავსოთ Patriot-ის სისტემები და დავიცვათ ისინი გერმანული Eurofighter-ებით. ამ თანამშრომლობის დეტალები ახლა მუშავდება ორივე ქვეყნის სპეციალისტების მიერ", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა.

კიევი ასევე იმედოვნებს, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე სწრაფად განლაგდება.

ამის შესახებ პრესნოფერენციაზე ისაუბრა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა, Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას პოლონეთში დამატებითი Patriot-ების განთავსება სურდა.

"ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს მხარდაჭერა საჰაერო სივრცის დაცვაში ჩვენი Eurofighter-ებით და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები