პორტუგალიის მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს

 

პორტუგალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის შესაჩერებლად შეზღუდვებს, მათ შორის, სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

"ვაქცინაციის მიმართულებით წარმატების მიუხედავად, ჩვენ მაღალი რისკის ფაზაში შევდივართ. ევროპაში პანდემია იზრდება და პორტუგალია კუნძული არ არის," - თქვა პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოშტამ.

ოთხი თვის წინ პრემიერმა 1 დეკემბერს "სიმშვიდეში დაბრუნება" დაანონსა.

ახალი წესებით, ყველას, ვინც პორტუგალიაში მიფრინავს, ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა ჰქონდეს.

ვაქცინაციის სერთიფიკატი სავალდებულო იქნება სასტუმროებში, რესტორნებში, სპორტდარბაზებში და კულტურულ ღონისძიებზე. დახურულ სივრცეებში სავალდებული იქნება პირბადის ტარება.

პორტუგალიის მოსახლეობის 87% სრულად არის აცრილი და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

ამ თვეში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ოთხშაბათს პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3773 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

მსგავსი სიახლეები