პრიგოჟინი: მაისის შუა რიცხვებისთვის "ვაგნერს" 30 ათასი მებრძოლი დაემატება
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, მაისის შუა რიცხვებისთვის მებრძოლების რაოდენობის 30 ათასი ადამიანით გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ მან თავისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე განაცხადა.
"მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ დანაყოფებში მებრძოლთა რაოდენობა დაახლოებით 30 000-ით გავზარდოთ", - თქვა პრიგოჟინმა.
მან აღნიშნა, რომ "ვაგნერს" დღეში საშუალოდ 500-800 ადამიანი ემატება.