პრიგოჟინი პეტერბურგის გუბერნატორს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, გენერალურ პროკურატურას და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართავს, შეამოწმონ პეტერბურგის გუბერნატორი, ალექსანდრ ბეგლოვი.
ის ეჭვობს, რომ გუბერნატორმა, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლი დააღვია, რაც სახელმწიფოს ღალატს გულისხმობს.
ამის შესახებ, განხცადება პრიგოჟინის კომპანია "კონკორდმა" 13 ნოემბერს გაავრცელა.
გენერალურ პროკურატურისთვის და ФСБ-სთვის, მიმართვის საფუძვლები არ არის ცნობილი. გამოცემა Meduza, პრიგოჟინთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბეგლოვის სავარაუდო ქალიშვილს უძრავი ქონება საფრანგეთში ჰქონდა.
ბეგლოვსა და პრიგოჟინს შორის საჯარო კონფლიქტი ორ წელზე მეტია გრძელდება. ოქტომბრის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა, გენერალურ პროკურატურას მიმართა, რათა გადაემოწმებინა ბეგლოვის მიერ ორგანიზებული კრიმინალური საზოგადოების შექმნის შესაძლო ფაქტი, რომელიც ქალაქის ყველა საბიუჯეტო სფეროს აკონტროლებს.
მედიის ცნობით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ, პრიგოჟინს, მსხვილ სამთავრობო კონტრაქტების მიცემაზე უარი უთხრა.
ნოემბრის დასაწყისში, პრიგოჟინის "კონკორდმა" განაცხადა, რომ პეტერბურგის სამშენებლო მარეგულირებელმა სააგენტომ, დასრულებული "ვაგნერ ცენტრის" ექსპლუატაციაში გაშვებაზე, უარი თქვა.