პრიგოჟინი სულ უფრო თავხედურად უტევს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს - ISW
ევგენი პრიგოჟინი სულ უფრო თავხედურად უტევს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოფიციალურ პირებს, პუტინი მას ამის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წერს.
კერძოდ, "ვანგერის" დამფუძნებელმა გააკრიტიკა საომარ ზონებში ტელეფონების აკრძალვა და გაპარსვის მოთხოვნა: "ომი აქტიური და გაბედული ადამიანების დროა, არა გაპარსულების, რომლებიც საწყობში ტელეფონებს აბარებენ."
ომის შესწავლის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის კომენტარები ომისადმი "კოვბოის" მიდგომის სიმბოლოა, რომელიც შეუფერებელია დიდი და ეფექტური თანამედროვე სამხედროებისთვის.
ISW ასევე აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი იგორ გირკინთან ერთად ღიად აკრიტიკებს კრემლის ჩინოვნიკებს და მათ მოღალატეებს უწოდებს და ვლადიმერ პუტინი ამაში არ ერევა.