პრიგოჟინმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას YouTube-ის შემოწმება სთხოვა
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს მიმართა YouTube-ის ვიდეო ჰოსტინგის საქმიანობის შემოწმების თხოვნით. ამის შესახებ იფნორმაციას 30 ოქტომბერს კომპანია "Конкорд"-ის პრესსამსახური ავრცელებს, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნის და რომლის მეშვეობითაც ურთიერთობს იგი მედიასთან.
პრიგოჟინის თქმით, YouTube-ზე "საინფორმაციო ომი" მიმდინარეობს, "ვრცელდება ფეიკები, ქვეყნდება რუსოფობიური შინაარსის, რუსეთში ძალაუფლების დამხობის მოწოდებები".
განცხადებაში პრიგოჟინმა ასევე ამერიკული კომპანია Google-ის რუსეთში "არასასურველად" აღიარება მოითხოვა.
18 ოქტომბერს YouTube-ის სერვისმა დაბლოკა რუსეთის ფედერაციის საბჭოს არხები და საპარლამენტო ტელეარხი "Вместе-РФ".
კორპორაცია Google-მა, რომელიც ფლობს ვიდეო ჰოსტინგს, განუმარტა არხის ადმინისტრატორებს, რომ ანგარიშები დაბლოკილია "ექსპორტის შეზღუდვებისა და სანქციების გამოყენების წესების შესაბამისად".
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მედიასთან ურთიერთობის კომისიის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ მას სურს Роскомнадзор-ს და გენერალურ პროკურატურას რუსეთში YouTube-ის დაბლოკვა შესთავაზოს.