პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

ბრიტანეთის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. განცხადება ჩარლზის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე ვირუსის გამო ვინჩესტერში რამდენიმე ღონსძიებას ვერ დაესწრება, მათ შორის, ლიკორიკას ძეგლის პრეზენტაციას. 

ოთხშაბათს პრინცი რამდენიმე ათეულ ადამიანს შეხვდა, მათ შორის, ბრიტანეთის მუზეუმში გამართულ მიღებაზე ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს და შინაგან საქმეთა მინისტრ პრიტი პატელს.

73 წლის პრინცს კორონავირუსი პირველად 2020 წლის მარტში დაუდასტურდა. ჩარლზი ვაქცინის სამი დოზით არის აცრილი.

მსგავსი სიახლეები