პრო-უკრაინელი რუსი მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსეთში კვლავ შეიჭრნენ
2023 წლის 1 ივნისს რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მორიგ ოპერაციას ატარებდნენ. ამის შესახებ რუს მოხალისეთა კორპუსი და თავისუფალი რუსეთი აცხადებს.
მებრძოლებმა ვიდეო მიმართვა ჩაწერეს და განაცხადეს, რომ შებეკინოს მიმართულებით მიდიან. კერძოდ, ვიდეოში სამხედრო ფორმიანი მამაკაცი ამბობს, რომ "შებეკინოს გარეუბანი ძალიან მალე გამოჩნდება."
მებრძოლები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმისგან მთელი რუსეთის გათავისუფლებას გეგმავენ.
თავისუფალი რუსეთის ლეგიონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეიდის შესახებ განაცხადა: "ჩვენ, ლეგიონი თავისუფალი რუსეთი ახლა ჩვენი სამშობლოს საზღვარზე ვართ, ძალიან მალე კვლავ გადავალთ რუსეთის ტერიტორიაზე, რათა მოვუტანოთ თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე. გრეივორონი მხოლოდ დასაწყისია."
მებრძოლები ადგილობრივებს სთხოვენ, არ დატოვონ შენობები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთელი ღამე გაგრძელდა ბელგოროდის ოლქის დაბომბვა და ბრძოლები, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევა არ არის."