პუტინი: დონბასი და ლუჰანსკი ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარეთ
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრებით აღიარა.
"რაც შეეხება იმას, თუ რა საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს - ჩვენ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის, კონსტიტუცია. ხოლო მათ კონსტიტუციაში გაწერილია დონეცკისა და ლუჰანსკის იმდროინდელი საზღვრები, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში შედიოდნენ."- განაცხადა პუტინმა.
ამავდროულად, პუტინის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ყველა უთანხმოება გადაწყვეტილი იქნება მშვიდობიანად კიევსა და სეპარატისტულ რესპუბლიკებს შორის მოლაპარაკებების გზით.
ამასთანავე პუტინი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამგვარი მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან ადგილზე საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ ამავდროულად, იმედი გამოთქვა, რომ სულ ასე არ გაგრძელდება.