პუტინი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე: ვაკეთებთ რაც საჭიროა, რაც გვინდა

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის არმიის იერიშების ფონზე ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად გამოეხმაურა ფრონტზე შექმნილ ვითარებას. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"არსებული ვითარების შეფასების შედეგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი მეომრები ფლობენ ინიციატივას. არსებითად ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც საჭიროდ მიგვაჩნია, რაც გვინდა",- თქვა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის იმ მონაკვეთებზე სადაც ადგილობრივი მეთაურები ე.წ. აქტიური თავდაცვის საჭიროებას ხედავენ შენაერთები ამ ტაქტიკას მისდევენ, ხოლო ზოგ მონაკვეთებზე რუსეთის არმია იუმჯობესებს პოზიციებს. 

პუტინის თქმით, უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის და გასული კონტრიერიშის ფარგლებში რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გახარჯა. 

კონტექსტი 

აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილ მდგომარეობაზე 19 დეკემბერს კომენტარი გაავრცელა ЗСУ-ს სახმელეთო ძალების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ. უკრაინელმა გენერალმა ხაზი გაუსვა რუსეთის მაღალ დანაკარგებს. 

ამასთანავე სირსკის ცნობით, ავდიივკის, ლიმანის, ბახმუტისა და კუპიანსკის მიმართულებებით კვლავ გრძელდება რუსეთის არმიის შეტევები. 

"ჩვენ გვიწევს ომი მოწინააღმდეგის უპირატესობის პირობებში, როგორც შეიარაღებაში, ასევე ცოცხალ ძალაში",- განაცხადა სირსკიმ. 

მსგავსი სიახლეები