პუტინი მოსკოვიდან წავიდა, ის ვალდაიში მიჰყავთ - უკრაინის დაზვერვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა. ეს ინფორმაციას 24 ივნისს, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით  Українська правда გაავრცელა.

"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი მოსკოვს ტოვებს. ის ვალდაიში მიჰყავთ," - განაცხადა წყარომ.

ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსკოვში პანიკური განწყობაზე და რუსეთის დედაქალაქთან, ხიდების დანაღმვის მზადების შესახებ.

ერთ მომენტში, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ პუტინი "კრემლში არ მუშაობს."

-----

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგი, ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დაადანაშულა. 

ამის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის "მოსაძებნად" მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები, ქალაქ დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

მსგავსი სიახლეები