პუტინი ნატოს უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობაში ადანაშაულებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას ნატო უკრაინის ომში აქტიურ მონაწილეობაში და მისი ქვეყნის დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Politico წერს.
რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ათობით მილიარდი დოლარის იარაღის გაგზავნით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ომში მონაწილეობს.
მან ასევე დასავლეთი დაადანაშაულა, რომ აქვს "ერთი მიზანი: ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ფუნდამენტური ნაწილის, რუსეთის ფედერაციის დაშლა."
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი ვერ გაუკეთებს იგნორირებას ნატოს ბირთვულ შესაძლებლობებს და რომ რუსეთი გადარჩენისთვის იბრძვის "ამ ახალი სამყაროს ფარგლებში, რომელიც ყალიბდება [და] შენდება მხოლოდ ერთი ქვეყნის, შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე."
"არც კი ვიცი, შეძლებს თუ არა ისეთი ეთნიკური ჯგუფი, როგორიც რუსი ხალხია, გადარჩეს იმ სახით, როგორც ის დღეს არსებობს." - აღნიშნა მან.