პუტინი: ომი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით
რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ჩაატარა, რომლის მთავარი თემაც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სადამსჯელო ომი.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. "რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია უკრაინაში მიმდინარეობს გრაფიკის მკაცრი დაცვით, გეგმის მიხედვით, სრულდება ყველა დასახული ამოცანა",- თქვა პუტინმა.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსი ოკუპანტები არა უკრაინულ არმიას, არამედ ნეონაცისტებს და ბანდეროვცებს ებრძვიან.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი 5 ათას სიტყვიანი სტატიის მთავარი თეზისები - უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან, დასავლეთი უკრაინისგან ქმნის ანტი-რუსულ სახელმწიფოს, უკრაინა 2014 წლის შემდეგ ხელში ჩაიგდეს ნეონაცისტებმა.