ზელენსკი: ერმაკი თანამდებობიდან გადადგა
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ოფისის უფროსმა ანდრეი ერმაკმა დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ვითარების არსი: ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, მის ოფისში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე ახალ კანდიდატებთან შეხვედრებს უკვე ხვალ გამართავს.
- "მე ანდრეის მადლობელი ვარ, რადგანაც უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების პროცესში ის წარმოადგენდა ისე როგორც საჭირო იყო, მძლავრად და პატრიოტულად როგორც ყოველთვის, მაგრამ მე არ მინდა რომ იყოს ჭორები და სპეკულაციები"- განაცხადა ზელენსკიმ.
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში უკრაინა წარმოდგენილი იქნება უსაფრთხოების და უშიშროების საბჭოს მდივნის, გენშტაბის უფროსისა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის მაღალჩინოსნების მიერ.
დიდი სურათი: გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის ანტი-კორუფციული ბიუროს მიერ ერმაკის სამსახურებრივ სახლში ჩატარებული ჩხრეკა.