პუტინი: უკრაინა “ანტი-რუსეთი” ხდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა “ანტი-რუსეთი” ხდება და მოსკოვი მზად იქნება რეაგირება მოახდინოს საფრთხეებზე.

პუტინის გამოსვლა მოჰყვა უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ცნობილი პრორუს პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკს შიდა პატიმრობა მიესაჯა. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

მედვედჩუკს, რომელიც რუსეთთან დაახლოების და პირდაპირი დიალოგის მომხრეა, ბრალი სამშობლოს ღალატისთვის აქვს წარდგენილი. პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობს.

პუტინმა თავის გამოსვლაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური სივრცის “გაწმენდა” უწოდა და უკრაინელი სამართალდამცავები რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეების მიზანში ამოღებაში დაადანაშაულა.

“ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და ეს ძალიან სამწუხაროა, უკრაინა ნელ-ნელა რუსეთის სრულიად საწინააღმდეგო, რაღაცნაირ ანტი-რუსეთად იქცა. პლატფორმად, საიდანაც ჩვენ მუდმივად მივიღებთ ახალ ამბებს, რასაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ყურადღება უნდა მივაქციოთ,” - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე მან დასძინა, რომ რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს “შერჩევით” და “პოლიტიკურად მოტივირებულ” საქმეებს უკრაინაში.

“ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ჩვენს რადარებზე და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ არსებულ საფრთხეებს დროულად და სათანადო გზებით”, - თქვა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ მედვედჩუკზე საქმის აღძვრა - რომელიც თებერვალში, როცა ის და მისი რამდენიმე თანამოაზრე სანქციების ქვეშ მოექცნენ და მათ საკუთრებაში არსებული სამი ტელევიზიის მაუწყებლობა უკრაინაში აიკრძალა - იყო კანონიერი გზა მისი “მავნე გავლენის” შესაჩერებლად.

“პირველად წლების განმავლობაში, ოლიგარქების რაოდენობა არ იზრდება, მცირდება. მინუს მედვედჩუკი. კანონიერი გზებით, მედვედჩუკს შეეზღუდა მედიის გამოყენება ქვეყანაზე ღიად შესატევად და სახელმწიფო უსაფრთხოების დასაზიანებლად.” - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

წყარო:

reuters.com

 

მსგავსი სიახლეები