პუტინი ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარი თქვა. ამის შესახებ 4 მარტს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის "დენაციფიკაციის" მოთხოვნაზე.
ზელენსკიმ 3 მარტს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.
"დაჯექი ჩემთან, ილაპარაკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ჩვენ არ ვართ ტერორისტები. ჩვენ არ ვძარცვავთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს", - მიმართა ზელენსკიმ პუტინს.