პუტინის მოთხოვნის მიუხედავად პრიგოჟინი უარს ამბობს სამინისტროსთან კონტრაქტზე
ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაგნერი მებრძოლები თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.
13 ივნისს, Z-ბლოგერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა სამინისტროსა და მოხალისეობრივ ბატალიონებისთვის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. სწორედ ასეთად მიიჩნევა რუსეთის კანონმდებლობით ვაგნერის ქვედანაყოფიც.
პუტინის თქმით, შესაძლოა კანონში გარკვეული ცვლილებები გახდეს საჭირო, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება ყველა ქვედანაყოფისთვის აუცილებელია. პუტინის თქმით სახელმწიფოს მხოლოდ ამ ფორმით შეუძლია ვეტერანების სოციალური უზრუნველყოფა.
"როდესაც სამშობლო გასაჭირში აღმოჩნდა, როდესაც საჭირო იყო ვაგნერის დახმარება და ჩვენგან საჭირო გახდა სამშობლოს დაცვა, მაშინ პრეზიდენტი დაგვპირდა ყველა სოციალურ გარანტიას. მაგრამ როდესაც ჩვენ დავიწყეთ მონაწილეობა ამ ომში, არავის უთქვამს, რომ ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით გავაფორმოთ ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან. არავინ ვაგნერის მებრძოლებიდან არ აპირებს სირცხვილის გზით სიარულს. ამიტომ თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეუკრულებას არავინ გააფორმებს",- ამბობს პრიგოჟინი.
ამასთანავე, პრიგოჟინი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი და სახელმწიფო დუმა მოახერხებენ სხვა სოციალურად უზრუნველყონ ვეტერანები.
ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, ვაგნერის მიერ შოიგუს უწყებასთან ხელშეკრულების გაფორმება კატეგორიულად გამორიცხულია.