პუტინის ომის გამოცხადების სიტყვა 3 დღის წინაა ჩაწერილი - Novaya Gazeta

რუსული ოპოზიციური გაზეთის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის სიტყვა, რომელშიც მან უკრაინას ომი გამოუცხადა 21 თებერვალსაა ჩაწერილი.

 

გაზეთის ინფორმაციით, ვიდეოს გადმოწერისა და მისი მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიმართვა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 3 დღის, 21 თებერვალს ჩაწერა. 


_____________________________________________


 

რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

 

 

მსგავსი სიახლეები