რუსეთში ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას გეგმავენ

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, ქვეყნიდან გასული რუსებისთვის, შესაძლოა გადასახადების გაიზარდოს.

ამის შესახებ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

" მათთვის, ვინც დატოვა რუსეთის ფედერაცია, უნდა დაწესდეს  გაზრდილი საგადასახადო განაკვეთი. ეს იქნება სამართლიანი. ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის შესაბამის ცვლილებებზე," - წერს ის.

ვოლოდინის თქმით, "დღემდე, ვინც წავიდა, არა მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში, არამედ სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რასაც მათ აძლევს ჩვენი ქვეყნა. ამავდროულად, არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნიდან წასულებისთვის აუცილებელია შეღავათების მინიჭება, რათა უკან დაბრუნდნენ, რაც არასწორია."

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მმართველი პარტია - "ერთიანი რუსეთი" მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ქვეყნიდან წასული რუსები, გარკვეულ თანამდებობებზე, დისტანციურად, ვერ იმუშავებენ. ამ ჩამონათვალს, მთავრობა განსაზღვრავს. 

 

მსგავსი სიახლეები