პუტინმა პრიგოჟინთან კონფლიქტში შოიგუს დაუჭირა მხარი - Washington Post
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დისკრედიტაციას გეგმავდა. ამის შესახებ Washington Post პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
სამინისტროს ხელმძღვანელობაზე პრიგოჟინის მკვეთრი თავდასხმების შემდეგ, სამინისტრომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის დაგეგმვა დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ სურდა თავად პრიგოჟინთან ბრძოლა, მაგრამ გეგმავდა "თანაბარი სტატუსის მქონე მოკავშირეების პოვნას მასთან საბრძოლველად."
მედიის ცნობით, პრიგოჟინმა პუტინს მისთვის ციხეებში რეკრუტირების (მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ ამის გაკეთება აუკრძალა - რედ.) და ახლად მობილიზებული ადამიანების მოამზადების უფლების აღდგენა, ასევე უცხოელი მებრძოლების, განსაკუთრებით ავღანელების ჩამოყვანაში ხელშეყობა სთხოვა.
გაჟონილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პუტინმა პრიგოჟინს უბრძანა თავად გადაეწყვიტა ეს საკითხები თავდაცვის სამინისტროსთან და ფაქტობრივად მისი გენერლების მხარე დაიჭირა.
Washington Post წერს, რომ პრიგოჟინს უფლება მიეცა საჯაროდ გაეკრიტიკებინა ჩინოვნიკები, რადგან ეს შეესაბამებოდა პუტინის შიდა ბალანსის სტრატეგიას.
საიდუმლო დოკუმენტები არ პასუხობს კითხვას, მიიღო თუ არა "ვაგნერმა" საბრძოლო მასალა, რასაც პრიგოჟინი ბოლო თვეების განმავლობაში უჩიოდა.