პუტინმა უკრაინელებზე რუსული პასპორტების გაცემა გაამარტივა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქეს უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურებით მიმართოს.
განკარგულება აფართოებს გადაწყვეტილების ფარგლებს, რომლის საფუძველზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების, შემდეგ კი ნაწილობრივ ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მაცხოვრებლებს რუსული პასპორტები გადაეცემათ.
დოკუმენტი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან - 11 ივლისიდან.
გამარტივებული პროცედურა რუსული პასპორტის რუსეთში ცხოვრების გარეშე მიღების საშუალებას იძლევა, ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაში, არ საჭიროებს საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის დადასტურებას, რუსული ენის ცოდნის დადასტურებას და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.
ზოგადად, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იღებს, ამასთან დაკავშირებით დოკუმენტების განხილვის ვადა შეიძლება ერთ წელს აღწევდეს, ხოლო გამარტივებული წესით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამიდან ექვსამდე თვემდე ვადაში განიხილოს.